ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ხარისხის უზრუნველყოფა არის შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს  წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

სამსახურის ძირითადი ამოცანებია: უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება საქმიანობის სრულყოფის მიზნით, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა, პერსონალის პროფესიული განვითარება, უნივერსიტეტში ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ორგანიზება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განახლებული დებულებით, სტრუქტურითა და შემადგენლობით მოქმედებს  2011 წლის მარტიდან.